მომზადება/გადამზადების
პროფესიული პროგრამები

ისწავლე დასაქმდი და გახდი წარმატებული

სისტემაში შესვლა
ვიდეოები
კითხვა/პასუხი
რას გულისხმობს პროფესიული მომზადება-გადამზადების პროგრამები?

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ ზრდასრულთა განათლების სისტემის განვითარება დაიწყო. აღნიშნული ინიციატივის მიზანია, ზრდასრული მოსახლეობის უნარების განახლება, კომპეტენციების განვითარება პროფესიული მომზადება-გადამზადების პროგრამების შეთავაზებით. სწავლა, პრიორიტეტულ მიმართულებებზე, სრულად დაფინანსებულია სახელმწიფოს მიერ. პროგრამის დასრულების შემდეგ მსმენელები მიიღებენ სახელმწიფოს მიერ აღიარებულ სერთიფიკატს.

ვინ შეიძლება იყოს პროფესიული მომზადება-გადამზადების პროგრამის განმახორციელებელი?

პროფესიული მომზადება/გადამზადების პროგრამის განმახორციელებელი, საგანმანათლებლო იურიდიული პირის გარდა, შესაძლოა გახდეს ის კერძო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც დააკმაყოფილებს დადგენილ სტანდარტებს. უფლების მოპოვების შემდეგ, ორგანიზაცია უფლებამოსილია მიიღოს სახელმწიფო დაფინანსება განსაზღვრულ პრიორიტეტულ დარგებში.

სად შეიძლება მოვიძიო ინფორმაცია პროფესიული მომზადება/გადამზადების პროგრამების განხორციელების მიზნით შემუშავებული სტანდარტების შესახებ?

პროგრამის განხორციელების უფლების მოპოვების, სტანდარტების, პროგრამის შემუშავების, მსმენელთა ჩარიცხვის, პრიორიტეტული სექტორებისა და სხვა საჭირო რეგულაციების შესახებ ინფორმაციის მისაღებად, იხილეთ ბმული.

რა პროცესებისგან შედგება პროფესიული მომზადება/გადამზადების პროგრამის განხორციელების უფლების მოპოვება?

პროფესიული მომზადება/გადამზადების პროგრამის განხორციელების უფლების მოპოვება შედგება შემდეგი პროცესებისაგან:

  • პროფესიული მომზადება/გადამზადების პროგრამის შემუშავება
  • განაცხადის წარდგენა
  • დოკუმენტაციის განხილვა
  • სტანდარტებთან შესაბამისობის შემოწმება
  • საჭიროებისამებრ, ზეპირი მოსმენის გამართვა
  • გადაწყვეტილების მიღება
როგორ დავრეგისტრირდე Tvet.emis.ge სისტემაში?

სისტემაში რეგისტრაციისთვის უნდა შეხვიდეთ ელექტრონულ პლატფორმაზე Tvet.emis.ge და დააჭიროთ ღილაკს - „სისტემაში შესვლა“ . თქვენ აღმოჩნდებით ავტორიზაციის/რეგისტრაციის გვერდზე.


თუ სისტემაში არ ხართ რეგისტრირებული დააჭირეთ „რეგისტრაციის“ ბმულს და დაიწყეთ რეგისტრაციის ფორმის შევსება. პირველ ველში შეიყვანეთ თქვენი დაწესებიულების საიდენტიფიკაციო კოდი და დააჭირეთ ღილაკს „შემოწმება“. იურიდიულ პირთა რეესტრიდან ავტომატურად შეივსება თქვენი იურიდიული პირის შემდეგი მონაცემები: დასახელება, სამართლებრივი ფორმა, ტელეფონი, ელ.ფოსტა და იურიდიული მისამართი*. მიუთითეთ ფაქტობრივი მისამართი, აირჩიეთ ეკონომიკური საქმიანობის სფერო/სფეროები და დააჭირეთ ღილაკს „რეგისტრაცია“


რეგისტრაციის დასრულებისთვის დააჭირეთ თქვენს ელექტრონულ ფოსტაზე გამოგზავნილ ბმულს. მიუთითეთ სისტემაში ავტორიზაციისათვის საჭირო პაროლი, ხოლო მომხმარებლის სახელი არის იურიდიული პირის საიდენტიფიკაციო კოდი.


*შენიშვნა! ყურადღება მიაქციეთ ავტომატურად შევსებულ ელ.ფოსტას და მობილური ტელეფონის ნომერს. ისინი უნდა იყოს მოქმედი, რადგანაც რეგისტრაციის ღილაკზე დაჭერის შემდეგ შემდეგ სწორედ ამ ელ.ფოსტაზე იგზავნება რეგისტრაციის დასრულებისათვის საჭირო ბმული, ხოლო პროგრამის დამტკიცების პროცესში მითითებულ მობილურ ტელეფონის ნომერზე მოგივათ საჭირო შეტყობინებები. (თუ იურიდიულ პირთა რეესტრიდან მიღებული ელ.ფოსტა და ტელეფონის ნომერი არამოქმედია, მიბრძანდით იუსტიციის სახლში და გაასწორეთ მონაცემები)


რეგისტრაციის პროცესის წარმატებულად დასრულების შემდეგ რა სახის ინფორმაცია უნდა ავსახო Tvet.emis.ge სისტემაში?

სისტემაში უნდა ასახოთ თქვენი იურიდიული პირის შესახებ შემდეგი დამატებითი ინფორმაცია:

  • იურიდიული პირის საკონტაქტო პირი/პირები
  • დამფუძნებლები
  • პროფესიული მომზადების/გადამზადების პროგრამის განხორციელების ადგილი/ადგილები
  • აღჭურვილობა/ინვენტარის შესახებ ინფორმაცია (განხორციელების ადგილის მიხედვით)
  • იმ იურიდიული პირის/პირების შესახებ მონაცემები, რომლებთანაც თანამშრომლობთ პროგრამის განხორციელების პროცესში (არსებობის შემთხვევაში
  • თანამშრომლების მონაცემები, მათ შორის, პროფესიული მომხადება/გადამზადების პროგრამის განხორციელებაში ჩართული ინსტრუქტორის მონაცემებ
როგორ უნდა ავსახოთ თანამშრომლების შესახებ ინფორმაცია ელექტრონულ პლატფორმაზე: Tvet.emis.ge?

თანამშრომლების შესახებ სისტემაში უნდა შეივსოს შემდეგი ტიპის ინფორმცია:


  1. ზოგადი ინფორმაცია
  2. პოზიციები
  3. სამუშაო გამოცდილება
  4. განათლება
  5. ტრეინინგები

თანმაშრომლის დასამატებლად მენიუდან „თანამშრომლები“ დააჭირეთ ღილაკს „დამატება"




თანამშრომლების შესახებ სისტემაში უნდა ასახოთ თანამშრომლის/ების პირადი ნომერი. მონაცემები გადამოწმდება სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარებიის სააგენტოს სამოქალაქო რეესტრის მონაცემთა ბაზაში და ავტომატურად აისახება პერსონალური ინფორმაციის ჩანართში.



შეავსეთ საკონტაქტო ინფორმაცია, ფაქტობრივი მისამართი და დააჭირეთ ღილაკს „შენახვა".

პოზიციები
შეავსეთ თანამშრომლის მონაცემები: პოზიციის ტიპი, თანამდებობა და დანიშვნის თარიღი. ვადიანი ხელშეკრულების შემთხვევაში მიუთითეთ დასრულების თარიღი.


ასევე შეავსეთ დანარჩენი ჩანართებიც: სამუშაო გამოცდილება, განათლება და ტრენინგები.

როგორ ავსახოთ ინფორმაცია იურიდიული პირის დამატებითი ინფორმაციის, ტერიტორიული ერთეულების, აღჭურვილობა/ინვენტარისა და ბიზნესთან თანამშრომლობის შესახებ ინფორმაცია?

დაწესებულების მთავარ გვერდზე, იურიდიული მონაცემების დამატებითი ინფორმაციის განყოფილებაში შეიყვანეთ იურიდიული პირის დამატებითი ინფორმაცია

  • ვებ-გვერდი
  • ადმინისტრაციის მისამართი
  • იურიდიული პირის სახე
  • მომსახურე ბანკი
  • ბანკის კოდი
  • ანგარიშის ნომერ

ტერიტორიული ერთეულები
შეავსეთ ინფორმაცია პროფესიული მომზადება/გადამზადების პროგრამის განხორციელების ადგილების შესახებ. მონაცემების შევსების შემდეგ თითოეულ განხორციელების ადგილზე მიუთითეთ აღჭურვილობა / ინვენტარის დასახელება, განზომილება და A, B, C გარემოში ამ აღჭურვილობა / ინვენტარის რაოდენობები.


განმარტება:
A სასწავლო გარემო წარმოადგენს სწავლების აუდიტორიას.
B სასწავლო გარემო წარმოადგენს კომპიუტერული ტექნიკით აღჭურვილ სასწავლო ფართს
C სასწავლო გარემო წარმოადგენს დარგობრივი სპეციფიკის შესაბამის კაბინეტს / სახელოსნოს

ბიზნესთან თანამშრომლობა
არსებობის შემთხვევაში მიუთითეთ იმ იურიდიული პირების მონაცემები, რომლებთანაც თანამშრომლობთ პროგრამის განხორციელების პროცესში.

როგორ შევიმუშოთ პროფესიული მომზადება/გადამზადების პროგრამა?
პროფესიული მომზადება/გადამზადების პროგრამის შექმნა მოიცავს შემდეგ ეტაპებს:

  1. ზოგადი ინფორმაცია
  2. დაშვების წინაპირობები
  3. შემუშავების საფუძვლები
  4. სწავლის შედეგები
  5. მასალები
  6. სასწავლო რესურსები
  7. შინაარსი
  8. ადამიანური რესურსები
  9. ლოკაცია და აღჭურვილობები

  1. ზოგად ინფორმაციაში მომხამერებლმა უნდა ასახოთ შემდეგი ინფორმაცია:
    • პროგრამის დასახელება
    • განხორციელების ენა
    • პროგრამის სახე

    პროფესიული მომზადების პროგრამა არის პროგრამა, რომელიც პირს ამზადებს პროფესიასთან დაკავშირებული ცალკეული ამოცანებისა და მოვალეობების შესასრულებლად. პროფესიული მომზადების პროგრამით გათვალისწინებული სწავლის შედეგები შეიძლება შეესაბამებოდეს ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს მე-2/მე-3/მე-4/მე-5 დონეს, რომელთან შესაბამისობაც დგინდება საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ განსაზღვრული მეთოდოლოგიით.


    პროფესიული გადამზადების პროგრამა არის პროგრამა, რომლის მიზანია კომპეტენციების შეძენა ან/და განვითარება იმავე სფეროში პროფესიული საქმიანობის განსახორციელებლად. პროფესიული გადამზადების პროგრამით გათვალისწინებული სწავლის შედეგები შეიძლება შეესაბამებოდეს ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს მე-2/მე-3/მე-4/მე-5 დონეს, რომელთან შესაბამისობაც დგინდება საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ განსაზღვრული მეთოდოლოგიით.

    • ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს დონე - დეტალური ინფორმაციის სანახავად იხილეთ ბმული.
    • სფერო (ISCED) - განათლების საერთაშორისო სტანდარტული კლასიფიკაცია განათლებისა და ტრენინგის სფეროებისა და დეტალური სფეროების აღმწერი.
    • პროგრამის ხანგრძლივობა კვირებში
    • კვირეული საათობრივი დატვირთვა
    • მსმენელთა რაოდენობა ჯგუფში
    • პროგრამის აღწერა - სასურველია მოიცავდეს პროფესიული მომზადება/გადამზადების პროგრამის შინაარსის მოკლე აღწერასა და დასაქმების სფეროს/პოზიციას. აღნიშნული ინფორმაცია გამოიყენება აპლიკანტთა ინფორმირების მიზნით სარეგისტრაციო ვებ გვერდზე vet.emis.ge.
    • პარტნიორები - აღნიშნული ინფორმაცია ივსება თუ პროგრამა ხორციელდება პარტნიორ კომპანიასთან ერთად.
  2. დაშვების წინაპირობები

    პროფესიული მომხადება/გადამზადების პროგრამას შესაძლოა ჰქონდეს შემდეგი დაშვების წინაპირობა/წინაპირობები:

    • განათლება - აპლიკანტის წინმსწრები განათლება

    • ასაკი - მინიმალური ასაკობრივი ზღვარი

    • ჯანმრთელობის ცნობა

    • ტესტი - საძლებელია ტესტის შესახებ დამატებითი აღწერილობის ასახვა

    • კონკურსი - შესაძლებელია კონკურსის შესახებ დამატებითი აღწერილების ასახვა

    • სხვა - ხვა ნებისმიერი დაშვების წინაპირობა, რომელიც უნდა იყოს აღწერილი.


    აპლიკანტთა შერჩევის ფორმა - ასარჩევი ვარიანტებიდან ერთ-ერთი, რის მიხცედვითაც მოხდება მსმენელების შერჩევა.

  3. შემუშავების საფუძვლები

    პროგრამა შესაძლებელია ეფუძნებოდეს:

    • პროფესიის სტანდარტს (აირჩიეთ „სხვა“ და მიაბით შესაბამისი დოკუმენტი).
    • პროფესიულ-საგანმანათლებლო სტანდარტს (აირჩიეთ „სხვა“ და მიაბით შესაბამისი დოკუმენტი).
    • მოდულს/მოდულებს (აირჩიეთ „სხვა“ და მიაბით შესაბამისი დოკუმენტი).
    • საქართველოს კანონმდებლობით ან/და საქართველოს მიერ რატიფიცირებული საერთაშორისო ხელშეკრულებით ან/და სხვა საერთაშორისო აქტებით კონკრეტული სფეროს რეგულირებისთვის დადგენილ მოთხოვნებს (მიაბით შესაბამისი დოკუმენტი).
    • დასაქმების საერთაშორისო კლასიფიკატორ ISCO-08-ს ან/და საქართველოს ეროვნულ კლასიფიკატორს ეკონომიკური საქმიანობის სახეების შესახებ (იურიდიული პირი აღნიშნულ კლასიფიკატორებში ახდენს იმ პროფესიის/პროფესიების იდენტიფიცირებას, რომლებიც დაკავშირებულია პროფესიული
    • მომზადების/პროფესიული გადამზადების პროგრამის/პროგრამების შინაარსთან.) იდენტიფიცირების შეუძლებლობის შემთხვევაში იურიდიულმა პირმა უნდა წარმოადგინოს ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტი.
    • სხვა ნებისმიერი დოკუმენტი, რომელიც შეიცავს პროგრამის შინაარსის განსაზღვრისთვის აუცილებელ ინფორმაციას (მიაბით შესაბამისი დოკუმენტი).
  4. სწავლის შედეგები

    უნდა ასახოთ ის სწავლის შედეგები, რომლებიც მიიღწევა პროფესიული მომზადება/გადამზადების პროგრამის დასრულების შედეგად.

    დასაქმების სფერო/სფეროები - მიეთითება ISCED - ის მიხედვით დასაქმების ის სფერო/სფეროები, რომელშიც შესაძლოა დასაქმდეს მსმენელი პროფესიული მომზადება/გადამზადების პროგრამის დასრულების შემდეგ.

  5. მასალები

    უნდა მიუთითოთ აღნიშნული პროფესიული მომზადება/გადამზადების პროგრამის პროგრამის ფარგლებში გამოსაყენებელი მასალები. მასალების მითითებისას შესაძლებელია აირჩიოთ არსებული ჩამონათვალიდან ან არ არსებობის შემთხვევაში, დაამატეთ ახალი და მიუთითეთ განზომილება და რაოდენობა.

  6. სასწავლო რესურსები

    უნდა მიუთითოთ პროფესიული მომზადება/გადამზადების პროგრამის ფარგლებში გამოსაყენებელი სასწავლო რესურსი.

  7. შინაარსი

    პროგრამის შინაარსის ჩანართზე უნდა დაემატოს თითოეული კვირისთვის შემდეგი მონაცემები:

    თემატიკა - მიუთითეთ კონკრეტული სასწავლო კვირის თემატიკა

    სასწავლო კვირა - სიიდან აირჩიეთ რომელი კვირის ინფორმაციას ავსებთ

    სწავლის შედეგები - მიუთითეთ წინასწარ განსაზღვრული სწავლის შედეგი/შედეგები, რომლებიც მიიღწევა აღნიშნული სასწავლო კვირის განმავლობაში.

    კვირეული სასწავლო საათობრივი დატვირთვა

    სწავლების მეთოდები - მიუთითეთ ის შეფასებისმეთოდი/მეთოდები, რომლების გამოყენებული იქნება აღნიშნული სასწავლო კვირის განმავლობაში.

    შეფასების მეთოდები - მიეთითება ის შეფასებისმეთოდი/მეთოდები, რომლებიც გამოყენებული იქნება აღნიშნული სასწავლო კვირის განმავლობაში.

    სასწავლო გარემო - მიუთითეთ სასწავლო გარემო, რომელშიც ამ სასაწავლო კვირის განმავლობაში განხორციელდება სწავლება

    A გარემო - აუდიტორია

    B გარემო - კომპიუტერული კლასი

    C გარემო - ლაბორატორია/სახელოსნო. ასევე სავალდებულია C გარემოს დაკონკრეტება.

  8. ადამიანური რესურსები

    მიუთითეთ პროფესიული მომზადება/გადამზადების პროგრამის განხორციელებაში ჩართული ინსტრუქტორები.

  9. ლოკაცია და აღჭურვილობები

    მიუთითეთ პროფესიული მომზადება/გადამზადების პროგრამის განხორციელების ადგილი. ლოკაციის არჩევის შემდეგ, სისტემა მოგცემთ შესაძლებლობას, ამ განხორციელების ადგილზე უკვე შეყვანილი აღჭურვილობის სიიდან, არაირჩიოთ იმ კონკრეტული აღჭურვილობის (რაოდენობის მითითებით) ჩამონათვალი, რომელიც გამოყენებული იქნება აღნიშნული პროფესიული მომზადება/გადამზადების პროგრამის ფარგლებში.
მომზადება/გადამზადების პროგრამის „წარსადგენად გამზადებული“ სტატუსის განსაზღვრა
იმისათვის, რომ მომზადება/გადამზადების პროგრამა განსახილველად წარვადგინოთ ხარისხის ცენტრში საჭიროა მისი სტატუსი იყოს „წარსადგენად გამზადებული“.

ამისთვის საჭიროა:

  1. შევქმნათ ახალი პროგრამა (იხ. განყოფილება „ახალი მომზადება/გადამზადების პროგრამის შექმნა“) და შევავსოთ მისი ყველა სავალდებულო ველი.
  2. შევიდეთ ამ პროგრამების მოქმედებების მენიუში (სამწერილი) და „ჩამოტვირთვის“ ღილაკზე დაკლიკებით ჩვენს კომპიუტერში ჩამოვტვირთოთ ჩვენი პროგრამის PDF ვერსია.
  3. ჩამოტვირთულ PDF ფაილზე ელექტრონულად მოვაწეროთ ხელი. (იხ. განყოფილება „როგორ განვახორციელო pdf ფაილზე ელექტრონული ხელმოწერა?“)
  4. ხელმოწერილი PDF ფაილი „ატვირთვის“ ღილაკზე დაკლიკებით ავტვირთოთ სისტემაში. ატვირთვის შემდეგ თქვენი პროგრამის „დრაფტი“ სტატუსი შეიცვლება „წარსადგენად გამზადებული“ სტატუსისთ
როგორ განისაზღვრება პროფესიული მომზადება/გადამზადების პროგრამის სტატუსები და როგორ ხდება მათი მართვა?
მენიუდან აიჩიეთ მომზადება/გადამზადება

აღნიშნულ გვერდზე შეგიძლიათ იხილოთ თქვენს მიერ შემუშავებული ყველა პროფესიული მომზადება/გადამზადების პროგრამა სტატუსების მითითებით.


პროფესიული მომზადება/გადამზადების პროგრამას შესაძლოა გააჩნდეს შემდეგი სტატუსები:


სტატუსი როდის დგება სტატუსი
დრაფტი პროფესიული მომზადება/გადამზადების პროგრამა, რომლის შემუშავებაც ჯერ არ დაგიმთავრებიათ.
წარსადგენად გამზადებული პროფესიული მომზადება/გადამზადების პროგრამა, რომელზეც დაასრულეთ შემუშავების ეტაპი, დააგენერირეთ PDF ფაილი, თქვენს კომპიუტერში ელექტრონულად მოაწერეთ ხელი და ხელმოწერილი PDF ფაილი კვლავ ატვირთეთ სისტემაში.
განხილვის პროცესში პროფესიული მომზადება/გადამზადების პროგრამა, რომელიც დასამტკიცებლად წარუდგინეთ სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს.
დახარვეზებულია პროგრამა პროფესიული მომზადება/გადამზადების პროგრამა, რომელიც სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა დაახარვეზა და განგისაზღვრათ გარკვეული დრო ხარვეზის გამოსასწორებლად.
შეწყვეტილი თქვენ მოთხოვეთ განაცხადის განხილვის შეწყვეტა.
უარყოფილი როდესაც შესაბამისმა საბჭომ განხილვის შემდეგ უარი გითხრათ თქვენს მიერ წარდგენილი პროგრამის განხორციელების უფლების მინიჭებაზე.
დამტკიცებული პროფესიული მომზადება/გადამზადების პროგრამა, რომლის განხორციელების უფლებაც მოგენიჭათ.
დასრულებული როდესაც, ამოიწურა პროფესიული მომზადება/გადამზადების პროგრამის განხორციელების ვადა.
გაუქმებული როდესაც, პროფესიული მომზადება/გადამზადების პროგრამის ვადის გასვლამდე შეწყდა პროგრამის განხოციელების უფლება.

ცხრილის ბოლო სვეტია ქმედებები. სამწერტილზე დაჭერისას გამოჩნდება შესაძლო ქმედების ჩამონათვალი:

ჩამოტვირთვის ღილაკის გამოყენება შესაძლებელია „დრაფტისა“ და „წარსადგენად გამზადებული“ სტატუსის მქონე პროგრამებისთვის. ამ ღილაკით დააგენერირებთ თქვენს მიერ შემუშავებულ პროგრამის შესაბამის PDF ფაილს და ჩამოტვირთავთ თქვენს კომპიუტერში ელექტრონულად ხელის მოწერის მიზნით.

ატვირთვის ღილაკის გამოყენება შესაძლებელია „დრაფტისა“ და „წარსადგენად გამზადებული“ სტატუსის მქონე პროგრამებისთვის. ამ ღილაკით თქვენს მიერ ელექტრონულად ხელმოწერილი PDF ფაილს ატვირთავთ სისტემაში და ის მიებმება შესაბამის პროგრამას. ამ ღილაკის გამოყენების შემდეგ პროგრამის სტატუსი „დრაფტი“ შეიცვლება „წარსადგენად გამზადებული“ სტატუსით.
როგორ წარვადგინო განაცხადი მომზადება/გადამზადების პროგრამის განხორციელების უფლების მოპოვების მოთხოვნით „ხარისხის ცენტრში“?.
შედიხართ მენიუში „განაცხადები“. ავტომატურად სისტემა გადაგამისამართებთ „ხარისხის ცენტრის“ სისტემის განაცხადების გვერდზე, სადაც შეგიძლიათ გააკეთოთ განაცხადი თქვენს მიერ წინასწარ შემუშავებული პროგრამებიდან ერთ-ერთ პროგრამაზე განხორციელების უფლების მოპოვების მოთხოვნით.

ტაბში „მიმდინარე განაცხადები“ ჩანს განხილვის პროცესში მყოფი განაცხადები. ტაბში „ძებნა“ შეგიძლიათ ყველა თქვენი განაცხადი დაათვალიეროთ.

დააკლიკეთ ღილაკზე “ახალ განაცხადის გაკეთება“ - გამონათდება ფანჯარა:

პროცესის ტიპში მიუთითეთ „პროფესიული მომზადება-გადამზადება“

ქვეტიპში მიუთითეთ

  1. „პროფესიული მომზადება-გადამზადების პროგრამის განხორციელების უფლების მოპოვება“, თუ არ ხართ კოლეჯი, ან
  2. „პროფესიული მომზადებისა და პროფესიული გადამზადების პროგრამის განხორციელება დამატებითი უფლების მოპოვების გარეშე“, თუ ხართ კოლეჯის წარმომადგენელი და ითხოვთ უფლების მოპოვებას თქვენივე ავტორიზებულ პროფესიულ პროგრამაზე დაყრდნობით შემუშავებულ მომზადება/გადამზადების პროგრამაზე უფლების მოპოვებას.


პროგრამის ველში აირჩიეთ თქვენს მიერ „წარსადგენად გამზადებული“ სტატუსის მქონე პროგრამებიდან ერთ-ერთი.

განაცხადის დასახელებაში მოკლედ აღწერეთ განაცხადი. მაგალითად: „კულინარის მომზადების პროგრამის განაცხადი“

„შენახვის“ ღილაკზე დაკლიკებით იქმნება ახალი განაცხადი, რომლის სტატუსია „პროექტი“

შენიშვნა:

წარმოდგენილ მაგალითში ჩანს მეორე განაცხადიც, რომლის სტატუსია „გადაგზავნილი“. ამ სტატუსის მქონე განაცხადი განხილვის პროცეშია. განაცხადებს მრავალი სხვა სტატუსიც აქვთ რომელიც გვიჩვენებს განხილვის რა ეტაპზეა განაცხადი.

განაცხადის სტატუსის ყოველი ცვლილებისას განხილვის პროცესში მონაწილე ყოველ მხარეს ეგზავნება შესაბამისი მესიჯი.

განაცხადის სტატუსების სრული ჩამონათვალი იხილეთ განყოფილებაში "განაცხადის სტატუსები"

eFlow N - მომზადება / გადამზადების შემთხვევაში არ გამოიყენება.

რეგისტრაციის თარიღი - მომზადება / გადამზადების შემთხვევაში არ გამოიყენება

ზოგადი სტატუსი - განაცხადის პროექტის შემუშავების დროს ზოგადი სტატუსია „განმცხადებელი“, ხოლო როდესაც განაცხადს გადააგზავნით მაშინ ზოგადი სტატუსი გახდება „მაძიებელი“.


განაცხადის ფორმების შესავსებად დააკლიკეთ რედაქტირების ღილაკზე :



„ზოგადი ფორმების“ ტაბში გამონათდება ფორმა „განაცხადის ფორმა“.

„განაცხადის ფორმაზე“ 2-ჯერ დაკლიკებით (ან რედაქტირების ღილაკი ) გამონათდება განაცხადის აღმწერი ველების ფორმა. შეავსეთ ყველა განყოფილება:

  • მოთხოვნილი ადგილების რაოდენობის დასაბუთება
  • პროგრამის საჭიროების დასაბუთება
  • მსმენელის შერჩევის პროცედურა
  • ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმები
  • მსმენელთა უსაფრთხოების უზრუნველყოფა
  • შენობა-ნაგებობის მდგრადობა და სახანძრო უსაფრთხოება
  • საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი


თითოეულ განყოფილებას შეგიძლიათ მიაბათ შესაბამისი ფაილი/ები.

დააჭირეთ „შენახვის“ ღილაკს.

დაუბრუნდით „განაცხადის დოკუმენტაციის“ გვერდს და დააკლიკეთ ღილაკზე „გადამოწმება“, თუ ყველა საჭირო ველი სწორადაა შეყვანილი გამონათდება შეტყობინება „განაცხადი ვალიდურია“.

ამის შემდეგ შეგიძლიათ დააგენერიროთ განაცხადის pdf.

დააკლიკეთ ღილაკზე „გადმოწერა“.

სისტემა აგენერირებს განაცხადის pdf ფაილს და გთავაზობთ მის ჩამოტვირვას კომპიუტერში.

განახორციელეთ განაცხადის pdf ფაილზე ელექტრონული ხელმოწერა. (ელექტრონული ხელმოწერის მოკლე ინსტრუქცია იხილეთ კითხვებში „როგორ განვახორციელო pdf ფაილზე ელექტრონული ხელმოწერა?“)

დაბრუნდით „განაცხადების“ გვერდზე. მონიშნეთ „პროექტის“ სტატუსის მქონე განაცხადი, რომლის გადაგზავნაც გსურთ და დააკლიკეთ ღილაკზე „გადაგზავნა“

განაცხადის ნებისმიერი სტატუსის ცვლილებისას მომხმარებელს საშუალება აქვს სტატუსის ცვლილება დააკომენტაროს და ფაილებიც ატვირთოს.

გამონათდება ფანჯარა, სადაც შეძლებთ სტატუსის ცვლილების კომენტირებას:

ყურადღება: „ხელმოწერილი განაცხადის მიბმის“ განყოფილებაში უნდა ატვირთოთ თქვენს მიერ ხელმოწერილი განაცხადის pdf ფაილი. ხოლო „ბმული ფაილების“ განყოფილებაში უნდა ატვირთოთ ის ფაილები რომლებიც მოითხოვება განაცხადის წარდგენისას: პროგრამაში მონაწილე ინსრუქტორების განათლების ან/და სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტები, ასევე პროგრამის შემუშავების საფუძვლებად გამოყენებული დოკუმენტები.

დააკლიკეთ ღილაკზე „გადაგზავნა“

განაცხადის სტატუსი გახდება „გადაგზავნილი“ და ხარისხის ცენტრში დაიწყება მისი განხილვის პროცესი.

შენიშვნა: განაცხადების ცხრილში მესიჯის ღილაკზე დაკლიკებით გამონათდება შესაბამისი განაცხადის სტატუსების ცვლილებისას დაგზავნილი ყველა მესიჯი.
განაცხადის სტატუსები
განაცხადის განხილვის პროცესში მონაწილე მხარეებია:

დაწესებულების წარმომადგენელი - რომელიც ხარისხის ცენტრის საბჭოს აპარატისგან ითხოვს პროფესიული მომზადება/გადამზადების პროგრამის განხორციელების უფლების მოპოვებას

ხარისხის ცენტრის საბჭოს აპარატის კოორდინატორი - რომელიც კოორდინაციას უწევს თქვენი განაცხადის განხილვის პროცესს. საჭიროების შემთხვევაში ახარვეზებს განაცხადის ან პროგრამის დოკუმენტებს, ადგენს პროგრამის შესაბამისობას საკვალიფიკაციო ჩარჩოს დონესთან, საჭიროების შემთხვევაში ცვლის მას.

ექსპერტები - რომლებიც თქვენს მიერ ელექტრონულად წარდგენილი დოკუმენებისა და თქვენს დაწესებულებაში ვიზიტის საფუძველზე წერენ დასკვნას.

საბჭოს წევრები - რომლებიც კენჭს უყრიან გადაწყვეტილებას თქვენს მიერ წარდგენილი პროგრამის განხორციელების უფლების მინიჭება / არმინიჭების თაობაზე.

განხილვის პროცესში მონაწილე მხარეების ქმედებების შედეგად თქვენი განაცხადის სტატუსი იცვლება.

ცხრილში მოცემულია განაცხადის სტატუსები და მათი აღწერა.

N სტატუსი აღწერა
1 პროექტი ავტომატურად ენიჭება ახალ განაცხადს შექმნისთანავე
2 გადაგზავნილი მას შემდეგ, რაც თქვენი განაცხადის pdf ფაილს ელექტრონულად მოაწერთ ხელს და დააკლიკებთ ღილაკზე „გადაგზავნა“ გამონათდება ფანჯარა, სადაც უნდა ატვირთოთ თქვენს მიერ ხელმოწერილი განაცხადის ფაილი, ასევე ფაილები რომელიც მოითხოვება განაცხადის წარდგენისას
3 დადგენილია შესაბამისობა ამ სტატუსს ანიჭებს კოორდინატორი, როდესაც ის შეამოწმებს თქვენს განაცხადს,  პროგრამას და ატვირთულ ფაილებს.
4 განაცხადი დახარვეზებულია ამ სტატუსს ანიჭებს კოორდინატორი, როდესაც ის შეამოწმებს თქვენს განაცხადს და ატვირთულ ფაილებს და აღმოაჩენს ხარვეზს. დახარვეზების მიზეზს კოორდინატორი აღწერს სტატუსის კომენტარებში.
5 პროგრამა დახარვეზებულია ამ სტატუსს ანიჭებს კოორდინატორი, როდესაც ის შეამოწმებს თქვენი პროგრამის pdf ფაილს და აღმოაჩენს ხარვეზს. დახარვეზების მიზეზს კოორდინატორი აღწერს სტატუსის კომენტარებში.
6 განაცხადის ხარვეზი გამოსწორებულია ამ სტატუსს ანიჭებთ თქვენ, როდესაც დახარვეზებულ განაცხადს გამოასწორებთ, ჩამოტვირთავთ pdf ფაილს, ელექტრონულად მოაწერთ ხელს და დააკლიკებთ ღილაკზე „განაცხადის ხარვეზი გამოსწორებულია“. გამონათდება ფანჯარა, სადაც უნდა ატვირთოთ თქვენს მიერ ხელმოწერილი განაცხადის ფაილი, ასევე ფაილები რომელიც მოითხოვება განაცხადის წარდგენისას.
7 პროგრამის ხარვეზი გამოსწორებულია ამ სტატუსს ანიჭებთ თქვენ, როდესაც დახარვეზებულ პროგრამას გამოასწორებთ (მომზადება/გადამზადების მენიუდან), ჩამოტვირთავთ პროგრამის pdf ფაილს, ელექტრონულად მოაწერთ ხელს და დააკლიკებთ ღილაკზე . ხელმოწერილი პროგრამის pdf ფაილის ატვირთვის შემდეგ კვლავ გადადიხართ მენიუ „განაცხადები“, მონიშნავთ დახარვეზებულ განაცხადს და დააკლიკებთ ღილაკზე „პროგრამის ხარვეზი გამოსწორებულია“
8 მოთხოვნილია წარმოების შეწყვეტა ამ სტატუსს ანიჭებთ თქვენ, როდესაც თქვენ ამა თუ იმ მიზეზის გამო გსურთ შეწყვითოთ განაცხადის განხილვის პროცესი
9 შეწყვეტილია წარმოება ამ სტატუსს ანიჭებს კოორდინატორი, რითაც გიდასტურებთ თქვენს მიერ მოთხოვნილ წარმოების შეწყვეტის.
10 განაცხადის ჩარჩოს დონე სწორადაა განსაზღვრული ამ სტატუსს ანიჭებს კოორდინატორი, როდესაც ჩათვლის, რომ ჩარჩოს დონე შეესაბამება პროგრამის აღწერილობას.
11 ჩარჩოს დონე შეუსაბამოა წესთან ამ სტატუსს ანიჭებს კოორდინატორი, როდესაც ჩათვლის, რომ ჩარჩოს დონე არ შეესაბამება პროგრამის აღწერილობას.
12 ჩარჩოს დონე შეცვლილია ამ სტატუსს ანიჭებს კოორდინატორი, როდესაც ჩათვლის, რომ ჩარჩოს დონე არასწორია და თქვენს მიერ მითითებულ ჩარჩოს დონეს შეცვლის. ამ შემთხვევაში სტატუსის კომენტირებისას ის ატვირთავს ჩარჩოს დონის ცვლილების შესაბამის აქტის ფაილს.
13 შექმნილია ექსპერთა ჯგუფი ამ სტატუსს ანიჭებს კოორდინატორი, როდესაც თქვენი განაცხადის შესაფასებლად შეიქმნება ექსპერტთა ჯგუფი. ექპერტთა ჯგუფის სიას კოორდინატორი ჩაწერს სტატუსის კომენტარებში.
14 მოთხოვნილია ექსპერტის აცილება ამ სტატუსს ანიჭებთ თქვენ, როდესაც ამა თუ იმ მიზეზის გამო ექპერტთა ჯგუფის სიიდან აიცილებთ ერთს ან რამოდენიმეს. აცილების მიზეზს ჩაწერთ სტატუსის კომენტარებში.
15 დადასტურებულია ექსპერტის აცილება ამ სტატუსს ანიჭებს კოორდინატორი, როდესაც თქვენს მიერ აცილებულ ექსპერტებს ჩაანაცვლებს სხვა ექსპერტებით. ექპერტთა ჯგუფის ახალ სიას კოორდინატორი ჩაწერს სტატუსის კომენტარებში.
16 ფორმირებულია ექსპერთა ჯგუფი თუ 4 სამუშაო დღის განმავლობაში თქვენ არ აიცილეთ ექსპერტი, მაშინ დგება ეს სტატუსი.
17 დაგეგმილია ვიზიტი ამ სტატუსს ანიჭებს კოორდინატორი. ვიზიტის თარიღებს და დეტალებს ასევე ვიზიტში მონაწილე ექსპერტების სიას  კოორდინატორი ჩაწერს სტატუსის კომენტარებში.
18 ვიტიტი გადადებულია ამ სტატუსს ანიჭებს კოორდინატორი. გადადებული ვიზიტის თარიღებს და დეტალებს ასევე ვიზიტში მონაწილე ექსპერტების სიას  კოორდინატორი ჩაწერს სტატუსის კომენტარებში.
19 ვიზიტი განხორციელებულია ამ სტატუსს ანიჭებს კოორდინატორი. ვიზიტის მოკლე აღწერას კოორდინატორი ჩაწერს სტატუსის კომენტარებში.
20 მოთხოვნილია დამატებითი დოკუმეტაცია ამ სტატუსს ანიჭებს კოორდინატორი. დამატებითი დოკუმენტაციის ჩამონათვალს კოორდინატორი ჩაწერს სტატუსის კომენტარებში.
21 წარმოდგენილია დამატებითი დოკუმენტაცია ამ სტატუსს ანიჭებთ თქვენ. დამატებითი დოკუმენტაციის ჩამონათვალს კოორდინატორი ჩაწერს სტატუსის კომენტარებში, იქვე ატვირთავთ საჭირო დოკუმენტაციის ფაილებს.
22 მიღებულია დასკვნა ამ სტატუსს ანიჭებს კოორდინატორი. ექსპერტების დასკვნის მოკლე აღწერას  კოორდინატორი ჩაწერს სტატუსის კომენტარებში და იქვე ატვირთავს ექსპერტების დასკვნის ფაილს.
23 გატანილია საბჭოზე ამ სტატუსს ანიჭებს კოორდინატორი. საბჭოს ჩატარების დროს და ადგილს, ასევე საბჭოს წევრების სიას კოორდინატორი ჩაწერს სტატუსის კომენტარებში.
24 პროგრამაში დადგენილია ხარვეზი ამ სტატუსს ანიჭებს კოორდინატორი. საბჭოზე განხილვის დროს პროგრამაში აღმოჩენილი ხარვეზის აღწერას კოორდინატორი ჩაწერს სტატუსის კომენტარებში.
25 განაცხადში დადგენილია ხარვეზი ამ სტატუსს ანიჭებს კოორდინატორი. საბჭოზე განხილვის დროს განაცხადში აღმოჩენილი ხარვეზის აღწერას კოორდინატორი ჩაწერს სტატუსის კომენტარებში.
26 პროგრამის ხარვეზი გამოსწორებულია ამ სტატუსს ანიჭებთ თქვენ, როდესაც დახარვეზებულ პროგრამას გამოასწორებთ (მომზადება/გადამზადების მენიუდან), ჩამოტვირთავთ პროგრამის pdf ფაილს, ელექტრონულად მოაწერთ ხელს და დააკლიკებთ ღილაკზე . ხელმოწერილი პროგრამის pdf ფაილის ატვირთვის შემდეგ კვლავ გადადიხართ მენიუ „განაცხადები“, მონიშნავთ დახარვეზებულ განაცხადს და დააკლიკებთ ღილაკზე „პროგრამის ხარვეზი გამოსწორებულია“
27 განაცხადის ხარვეზი გამოსწორებულია ამ სტატუსს ანიჭებთ თქვენ, როდესაც დახარვეზებულ განაცხადს გამოასწორებთ, ჩამოტვირთავთ pdf ფაილს, ელექტრონულად მოაწერთ ხელს და დააკლიკებთ ღილაკზე „განაცხადის ხარვეზი გამოსწორებულია“. გამონათდება ფანჯარა, სადაც უნდა ატვირთოთ თქვენს მიერ ხელმოწერილი განაცხადის ფაილი, ასევე ფაილები რომელიც მოითხოვება განაცხადის წარდგენისას.
28 ხარვეზის გამოსწორება დადასტურებულია ამ სტატუსს ანიჭებს კოორდინატორი.
29 ხარვეზი არ არის გასწორებული ამ სტატუსს ანიჭებს კოორდინატორი. ინფორმაციას თუ რომელი ხარვეზი არაა გამოსწორებული  კოორდინატორი ჩაწერს სტატუსის კომენტარებში.
30 მიღებულია გადაწყვეტილება ამ სტატუსს ანიჭებს კოორდინატორი. მოკლე ინფორმაციას გადაწყვეტილების შესახებ კოორდინატორი ჩაწერს სტატუსის კომენტარებში. იქვე ატვირთავს გადაწყვეტილებისა და ოქმის ფაილებს
როგორ განვახორციელო pdf ფაილზე ელექტრონული ხელმოწერა?
თუ თქვენს კომპიუტერში არ გაქვთ დაინსტალირებული ID ბარათზე ელექტრონულად ხელმოწერის Georgian ID Card პროგრამა, მაშინ:

შედით სატზე id.ge

გადადით მენიუზე „ჩამოტვირთვა“

„პირადობის ელექტრონული მოწმობის უნივერსალური პროგრამა“ სექციიდან ჩამოტვირთეთ თქვენი კომპიუტერის ოპერაციული სისტემის შესაბამისად რეკომენდებული ელ.ხელმოწერის პროგრამა.

პროგრამა Georgian ID Card დააინსტალირეთ თქვენს კომპიუტერში და მიყევი ინსტრუქციას.

დაინსტალირების შემდეგ გაუშვით პროგრამა Georgian ID Card:

გადადით ტაბზე „თქვენი ბარათები“

მიუერთეთ თქვენს კომპიუტერს ID ბარათის წამკითხავი მოწყობილობა, მოათავსეთ მასში თქვენი ID ბარათი( გაითვალისწინეთ ბარათზე დატანილი ისრის მიმართულება):

„თქვენი ბარათების“ ტაბში გამოჩნდება თქვენი ბარათი

დააკლიკეთ ღილაკზე „ციფრული ხელმოწერა“:

აირჩიეთ ხელმოსაწერი pdf ფაილი და დააკლიკეთ ღილაკზე „ხელმოწერა“. სისტემა მოგთხოვთ PIN3 კოდის შეყვანას:

შეიყვანეთ თქვენი ბარათის PIN3 კოდი და დააკლიკეთ ღილაკზე „დადასტურება“

იგივე ფოლდერში, საიდანაც განახორციელეთ pdf ფაილის არჩევა იქმნება ხელმოწერილი pdf ფაილი, რომლის სახელს მიემატება „-signed” სიტყვა.

ელექტრონულ ხელმოწერასთან დაკავშირებული პრობლემების შემთხვევაში მიმართეთ „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს“. (მათი ცხელი ხაზია : +995 (0) 32 240 10 10)
ელექტრონული ხელმოწერის PIN3 კოდის გააქტიურება

გაუშვით პროგრამა Georgian ID Card: